ახალი ამბები მთავარი სამართალი

გუშინ ჭონქაძის ქუჩაძე მომხდარი მკვლელობის დეტალები და ვერსიები

გუშინ მთაწმინდაზე სასტიკი მკვლელობა მოხდა.  ჭონქაძის ქუჩაზე 47 წლის კახა ძნელაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარი სახლის წინ ჩაცხრილეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მკვლელი მოტოციკლით გადაადგილდებოდა და მას შემდეგ, რაც ძნელაძის მისამართით გაისროლა, ადგილიდან მიიმალა. ამიტომ, ადგილობრივებმა მისი სახის დანახვა ვერ მოახერხეს, თუმცა ამბობენ, რომ აღნაგობიდან გამომდინარე, ის 30 წლმადე მამაკაცი უნდა იყოს.

მათივე თქმით, მკვლელი აუღელვებლად და პროფესიონალურად მოქმედებდა. მან გასროლა და მიმალვა იმდენად სწრაფად მოახერხა, რომ თვითმხილველებმა სიტუაციის გაანალიზება მხოლოდ დაჭრილი ადამიანის დანახვის შემდეგ მოახერხეს. ის მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.

მკვლელობა გუშინ დღის საათებში ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე პარკთან მოხდა, სადაც დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, დიდი ალბათობით, მომხდარი კამერებმა გადაიღეს. სავარაუდოდ ეს თავდამსხმელმაც კარგად იცოდა და ასე საგულდაგულად ამიტომაც იყო შენიღბული.

“მეტრონომის” ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ბოლო დროს, მონასტერში იმყოფებოდა და ის დიდი ხანია რაც უბანში არ გამოჩენილა. მათივე განცხადებით, მამაკაცს სავარაუდოდ ვიღაც ემუქრებოდა და ის ქალაქს ფაქტობრივად გარიდებული იყო. მეზობლები ყვებიან, რომ მამაკაცს სავარუდოდ მკვლელი უთვალთვალებდა. მას ასევე ინფორმაცია ჰქონდა, რომ ის მონასტრიდან სახლში იყო დაბრუნებული. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, პოლიციას სავარაუდო ეჭვმიტანილი უკვე ჰყავს და მის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას ფლობს.

მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილს კრიმინალურ სამყაროსთან გარკვეული კავშირი ჰქონდა. მათივე განცხადებით, კახა ძნელაძეს ვიღაცასთან სერიოზული კონფლიქტი მოუვიდა, ამიტომ ისინი ვარაუდობენ, რომ მკვლელობის მოტივი შესაძლოა ეს ყოფილიყო.  მეზობლებიდან ისიც შევიტყვეთ, რომ გარდაცვლილის მეუღლის პირველი ქმარიც მის მსგასად ქუჩაში ჩაცხრილეს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ძნელაძის ძმა 18 წლის ასაკში 1993 წელს მოკლეს. ეს იმ დროს ყველაზე გახმაურებული მკვლელობა იყო. სამართალდამცავებმა საზოგადოებრივ ტრნასპორტში ორი გარდაცვლილი ბიჭი იპოვეს, ერთ-ერთი კი ვახო ძნელაძე იყო. ისინი ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ ჩაცხრილულები.

მეზობლების ინფორმაციითვე, გარდაცვლილ კახა ძნელაძეს და ჰყავს, რომელიც ე.წ. კანონიერი ქურდის, ვაჟა ბიგანაშვილის მეუღლეა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს. მათივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მისი მკვლელობა მის ცოლისძმასაც უკავშირდებოდეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

იტვირთბა....