ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ეკლესიის დისკრედიტაცია, ეს არის ივანიშვილის ხაზი”: დავით ბერძენიშვილის სკანდალური ინტერვიუ

სკანდალური ინტერვიუ “კურიერს” – რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი, დავით ბერძენიშვილი, საპატრიარქოსთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, ინტერესებზე საუბრობს.

ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ ეკლესიის გარშემო აგორებული კამპანია ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის და ქართულ ეკლესიაზე გავლენების მოპოვებას ცდილობს. მისი თქმით, ეკლესიის დისკრედიტაცია არის ივანიშვილის ხაზი.

სკანდალურ ინტერვიუში რესპუბლიკელების ლიდერი ამბობს, რომ დღეს მთავარი პრობლემა საპატრიარქოსთვის ის მღვდელმთავრები არიან, რომლებიც კრემლის იდეოლოგიას ემხრობიან.

რესპუბლიკურმა პარტიამ უკვე დააანონსა, რომ მათი საარჩევნო კამპანიის მთავარი მიმართულება ეკლესიაში არსებული კრიზისი იქნება.

ხმაურიან განცხადებას ილია მეორეს მდივანმა უპასუხა და რესპუბლიკელებს  “პოლიტიკურად გაკოტრებულ პარტია” უწოდა.

კრიტიკის მიუხედავად, დავით ბერძენიშვილი აანონსებს, რომ არჩევნების წინ მათი მთავარი მოთხოვნა სახელწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიისთვის 25-მილიონიანი დაფინანსების შეჩერება იქნება.

რესპუბლიკელები ამტკიცებენ, რომ წინასაარჩევნოდ, ეს კამპანია ეკლესიის, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლებას ემსახურება.

რესპუბლიკელები ამბობენ, რომ მათი წინასაარჩევნო კამპანია რელიგიურთან ერთად, ეთნიკურ და სხვა უმცირესობების უფლებების დაცვაზე იქნება აგებული.

rustavi2.ge

იტვირთბა....