ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

რა ეღირება და როდიდან დაიწყება კახეთში წელს ყურძნის რეალიზაცია

თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბი 24 აგვისტოს გაიხსნება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, კახეთში რთველი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან სექტემბრიდან დაიწყება.

,,წელს, ყურძნის მოსავალი დიდია. გაზრდილია ღვინის ექსპორტიც. ყურძნის რეალიზაციისთვის ქალაქებში გამოიყოფა სპეციალური ადგილები, წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით”, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი სამანიშვილმა.

მისივე განცხადებით, წელს რქაწითელის ფასი 70 თეთრიდან დაიწყება.

“საფერავზე მოთხოვნა არის, ამიტომ ანალიზიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ 1 ლარიდან დაიწყება მისი ფასი”, – აღნიშნა სამანიშვილმა.

მისივე თქმით, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.

knews.ge

იტვირთბა....