ახალი ამბები მთავარი სამართალი

ფაილ ჰუსეინოვის ძმა ამბობს, რომ პოლიციამ 3 თვის წინ, მათი დედაც დააკავა

ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ფაილ ჰუსეინოვის ძმა ამბობს, რომ პოლიციამ სამი თვის წინ მათი დედაც დააკავა.
როგორც მან აღნიშნა, „პოლიციამ დედასაც ნარკოტიკული საშუალება ჩაუდო“, რის გამოც ის დღემდე დაკავებულია.
იგი დარწმუნებულია, რომ „ნარკოტიკს მის ძმასაც ჩაუდებენ“. ამასთან, როგორც ჰუსეინოვმა აღნიშნა, ის ძმასთან ერთად რკინის კარის დამზადებაზე მუშაობს და მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღის განამვლობაში ფონიჭალაში რამოდენიმე სპეცოპერაცია ჩატარდა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნარკორეალიზატორობაში ეჭვმიტანილებს აკავებენ.

იტვირთბა....