ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კიმ ჩენ ინმა სარაკეტო დარტყმისთვის მზადყოფნა გენერლებთან ერთად შეამოწმა

გუამის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმის საკითხთან დაკავშირებით ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა კორეის სახალხო არმიის გენერლებთან ერთად განიხილა. ამის შესახებ ოფიციალური ფხენიანი იუწყება.

როგორც ირკვევა, კიმ ჩენ ინმა არმიის ინსპექტირება მოახდინა და სარაკეტო დარტყმისთვის მზადყოფნა შეამოწმა.

შეგახსენებთ, პენტაგონის შეფმა ჯეიმს მეტისმა გუშინ განაცხადა, რომ ფხენიანის მხრიდან აშშ-ს ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში ომის დაწყებას ნიშნავს. „თუ ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ესვრის, ეს ომამდე მიგვიყვანს”, – განუცხადა მეტისმა ჟურნალისტებს.

აქვე მან თქვა, რომ თუ ჩრდილოეთ კორეა გაისვრის რაკეტას, მისი ტრაექტორია რამდენიმე წამში გამოითვლება და განეიტრალდება.

აღსანიშნავია, განსაკუთრებით ბოლო სანქციების შემდეგ, რომ ჯერეჯერობით დუმს ოფიციალური მოსკოვი.

შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეამ აგვისტოს დასაწყისში განაცხადა, რომ გუამის ამერიკულ სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიშს არ გამორიცხავს. თავის მხრივ, ტრამპმა მას უპასუხა, რომ აშშ გაჩუმებას არ აპირებს და ადეკვატური რეაქცია ექნება.

იტვირთბა....