ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მათემატიკა, ისტორია, ქართული: სექტემბრიდან 1-6 კლასის მოსწავლეები თამაშით ისწავლიან

ახალი სასწავლო წლიდან 1-6 კლასის მოსწავლეებს სკოლაში სამაგიდო თამაშები დახვდებათ. მუშაობა თამაშების მწარმოებელ კომპანიებთან უკვე დაწყებულია. ტენდერი კი, კონკრეტული თამაშების შესყიდვასთან დაკავშირებით, ამ კვირიდან გამოცხადდება. ინიციატივას თავდაპირველად საპილოტე სახე ექნება და ის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე 20-მდე სკოლას მოიცავს.

“სამაგიდო თამაშებში შევა ყველანაირი თამაში, დაწყებული ასოებისგან სიტყვების შედგენა, ლიტერატურული ნაწარმოებების შესწავლა და ისტორიული მოვლენების თამაშით სწავლა. თამაშ-თამაშით ისწავლიან მოსწავლეები მათემატიკას, ლიტერატურას და ა.შ ისწავლიან გუნდურობას. ეს თამაშები ასევე ავითარებს სწრაფი აზროვნების უნარს. სამაგიდო თამაშებში არ ვგულისხმობ სპორტულ-განაჯანსაღებელ თამაშებს. ვფიქრობთ, რომ მარტო საშინაო დავალებით ვერ მივაღწევთ განათლების იმ დონეს, რაც გვჭირდება. ბავშვები არ განიხილავენ ამას, როგორც გაკვეთილებს და დავალებას, ამიტომ მივიღებთ კარგ შედეგს,” – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ძირითადი აქცენტი საპილოტე რეჟიმში, პირველ ეტაპზე, მცირეკონტიგენტიან სკოლებში, რეგიონებში გაკეთდება.

სრულად: fortuna.ge

იტვირთბა....