დედოფლისწყაროს სოფელ არხილოსკალოში მცხოვრები ლაშა ბექაური, ძიუდოში, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
როგორც მისი მწრთვნელი, ამბობს, ლაშა 10 წლის იყო, როცა პირველად იგემა ჩემპიონობა. მისი თქმით, ის საქართველოს პირველობაზე გავიდა ქართულ ჭიდაობაში და გაიმარჯვა.
სამწრთვნელო შტაბი ლაშა ბექაურის კარიერას იმედის თვალით უყურებენ.
ბექაურმა ჩილეში, ჭაბუკთა პირველობაზე, მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში იაპონელი დაამარცხა.