ახალი ამბები ვიდეო მთავარი მსოფლიო

ხორვატიაში პუტინის მხადამჭერი დეპუტატები პარლამენტიდან გააძევეს (ვიდეო)

ხორვატიაში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხადამჭერი ოპოზიციური პარტიის დეპუტატები ივან პარნარი და ივან სინჩიჩა ძალის გამოყენებით პარლამენტის სხდომიდან გაიყვანეს.  მას შემდეგ რაც შეთავაზებაზე, თავად დაეტოვებინათ დარბაზი, უარი განაცხადეს, მმართველი გუნდის დეპუტატებმა მათი დარბაზიდან ძალის გამოყენბით გაყვანა გადაწყვიტეს. გავრცელებული ცნობის თანახმად, ინციდენტი მაშსინ მოხდა, როდესაც განიხილებოდა ამ ორი დეპუტატისთვის იმუნიტეტის ჩამორთმევის საკითხი.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ პერნარის პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გაყვანის პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა დეპუტატის  Facebook გვერდზე.

„აი, ეს არის დემოკრატია, ეს არის მმართველი პარტია, აი, მათი სიტყვის თავისუფლების პოლიტიკა და დემოკრატია, მათი მეთოდები!“, – ყვიროდა დეპუტატი, როდესაც დაცვას იგი გაჰყავდა პარლამენტის შენობიდან. აღსანიშნავია, რომ პერნარი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას მხარს უჭერს.

იტვირთბა....