როგორც რუსული ტელეკომპანია “Россия 24” იუწყება, უკრაინიდან გააძევეს რუსი ჟურნალისტი ტამარ ნერსესიანი. ნერსესიანი ВГТРК-ს (რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომპანია) კორესპონდენტია.
თავად ჟურნალისტი განცხადების გაკეთებას მოგვიანებით გეგმავს. “Россия 24”-ის ინფორმაციით კი უკრაინიდან ჟურნალისტის ქვეყნიდან გაძევების მთავარ მოტივად მის მიერ გავრცელებული პერიოდული ინფორმაცია სახელდება, რომელიც ეწინააღმდეგებოდა უკრაინის სახელმწიფო ინტერესებს.