არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია” ქუთაისში რუსი მომღერლების ჩამოყვანას აპროტესტებს. რუსი მომღერლები გრეგორი ლეპსი და თამარ გვერდწითელი 25 სექტემბერს, ქუთაისში, კინო “საქართველოს” გახსნაზე იმღერებენ. ორგანიზაცია იმერეთის გუბერნატორს გივი ჭიჭინაძეს, ქუთაისის მერს შოთა მურღულიას და საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალს ადანადაულებს. თორნიკე ბარათაშვილის თქმით,ქუთაისში რუსული პროპაგანდის გატარება მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ქალაქის მოსახლეობის 62 პროცენტი მხარს საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას უჭერს.
“რუსი მომღერლების, პუტინის მიმართ ლოიალურად განწყობილი პირების ჩამოყვანა ხდება სოხუმის დაცემამდე 2 დღით ადრე და ამაში ჩართული არიან მხარის და ქალაქის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები. სოციალურ ქსელში გავრცელებულია გუბერნატორის ვიდეო, სადაც ის ასრულებს რუსულ სიმღერას. ეს ყველაფერი არის რუსული პროპაგანდა,” – ამბობს თორნიკე ბარათაშვილი.
“ევროპა ჩვენი სახლია”-ს განცხადებასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მათ რუსი მომღერლების ქუთაისში ვიზიტთან დაკავშირებით საერთო არაფერი აქვთ.
topnews.com.ge