ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სეზონზე მზის დამწვრობის გამო 87 პაციენტი სტაციონარში მოათავსეს

ზაფხულის სეზონზე, მზისგან დამწვრობის გამო 87 პაციენტი სტაციონარში მოათავსეს, 387-ს ამბულატორიული მკურნალობა დაენიშნა. ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.მისივე თქმით, პაციენტებს შორის ყველაზე პატარა 4 წლის ბავშვია, ყველაზე ხანდაზმული კი – 69 წლის ქალი.

ქაშიბაძის ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით პაციენტთა რაოდენობა გაიზარდა. თუმცა, გასულ წელთან შედარებით, წელს მძიმე შემთხვევები არ დაფიქსირებულა, მათ შორის, არც ლეღვის ნახარშით გამოწვეული დამწვრობის ფაქტები.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, შუადღისას 11:00-დან 17:00 საათამდე, მზის გულზე ყოფნას მოერიდონ, ეს რეკომენდაცია განსაკუთრებით ბავშვებს და მოხუცებს ეხება. გუგა ქაშიბაძე მოქალაქეებს დამწვრობის საწინააღმდეგო ლოსიონებისა და კრემების გამოყენებასაც ურჩევს.

წყარო resonancedaily.com

იტვირთბა....