ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კანონი ხმაურის შესახებ: ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენება ჯარიმდება

დღეიდან, 15 აგვისტოდან, კანონი ხმაურის შესახებ ძალაში შევიდა, რომლის მიხედვითაც ასევე ჯარიმდება ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენება.

ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა – 500 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში მეორედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა – 1000 ლარის ოდენობით.

პიროტექნიკის გამოყენებაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ გავრცელება ახალი წლის სადღესასწაულო დღეებზე (31 დეკემბრის 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00 საათამდე და 13 იანვრის 21:00 საათიდან 14 იანვრის 23:00 საათამდე), საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღესა (9 აპრილი) და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე (26 მაისი).

იტვირთბა....