ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საკონსტიტუციო ცვლილებები და უბარიერო სისტემა: “ქართული ოცნების” შეთავაზება

საკონსტიტუციო ცვლილებები და უბარიერო სისტემა – “ქართული ოცნების” შეთავაზება დღეს გახდება ცნობილი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის საგანგებო ბრიფინგი დღეს 18:00 საათზეა ჩანიშნული. ოპოზიციასთან შეთანხმების შემთხვევაში, “ქართულმა ოცნებამ” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შესაძლოა, ერთჯერადად, უბარიერო არჩევნები დაუშვას.

საპარლამენტოს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, საარჩევნო ბარიერის თემა მმართველი გუნდში განხილვის ერთ-ერთი საკითხია. მისივე თქმით, საკითხზე კონკრეტული ინიციატივა ჯერჯერობით არ არსებობს.

„ერთ-ერთი საკითხია ბარიერის თემა, რომელიც შესაძლოა ოპოზიციას აინტერესებდეს სხვა თემებთან ერთად და განვიხილოთ საკმაოდ საქმიან ვითარებაში და არა ასეთი შეძახილებით და განცხადებებით წამოწეული. ჯერჯერობით არავითარი ინიციატივა ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით არ გაგვაჩნია. იქნება განცხადება თვითონ ოპოზიციასთან შეხვედრის თემასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

იტვირთბა....