ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

პაატა იმნაძე: დაწყნარდით, კოკსაკი ენტეროვირუსია და მძიმე არ არის

ამ ბოლო დროს ახალი დაავადების შესახებ ვრცელდება ინფრომაცია სოციალურ ქსელში, რომელიც თითქოს თურქეთში მძვინვარებს.
კოკსაკის ვირუსი დაავადებაა, რომლითაც, თურქეთში 500-მდე ტურისტია ინფიცირებული,- ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. სოციალურ ქსელში ფოტომასალა ვრცელდება, რომელზეც ასახულნი არიან პაციენტები, წითელი გამონაყარით.
აღსანიშნავია, რომ კოკსაკის ვირუსის რამდენიმე შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა.
“მეგობრებო, ახლა თურქეთში კოკსაკი ვირუსით გაგიჟებენ, რუსული პრესის მიერ აგორებული თემით. დაწყნარდით ყოველ ზაფხულს, ყველა ქვეყანაში არის ენტეროვირუსები, კოკსაკიც ენტეროვირუსია. მძიმეც არ არის, საბედნიეროდ. დაწვრილებით ჩვენ ვებ გვერდზეა – არაპოლიომიელიტური ენტეროვირუსები – www.ncdc.ge”- სოციალურ ქსელში წერს აღნიშნულთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, პაატა იმნაძე.

კოკსაკის სიმპტომებია: გამონაყარი ხელისა და ფეხის გულზე, ასევე პირის ღრუში, მაღალი ტემპერატურა, დიარეა და პირღებინება.

იტვირთბა....