დღეიდან, 15 აგვისტოდან დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადაჭარბება ჯარიმდება. დამრღვევს პირველ ჯერზე გააფრთხილებენ, ხოლო შემდეგ შემთხვევაში კანონდარღვევა ჯარიმით განისაზღვრება: ფიზიკურ პირზე – 150, ხოლო იურიდიულ პირზე 500 ლარი. შემთხვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება.
ხმაური 23 საათიდან დილის 8 საათამდე იკრძალება. ამ პერიოდში ბარ-რესტორნებიდან გამოსული ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 40 დეციბალს. ამის შესახებ ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მიმდინარე წლის 28 ივნისს შევიდა.

