დარიალის ხეობაში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა გვიან ღამიდან შეწყვეტილი იყო და ის 24:00 საათზე აღდგა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღის განმავლობაში მანქანების მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ღამის 00:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით” – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

