ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სკოლებში უფასო სახელმძღვანელოები წელსაც დარიგდება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლებში უფასო სახელმძღვანელოები წელსაც დარიგდება. კერძოდ, მოსწავლეებს, როგორც ახალი, ასევე მეორადი წიგნები გადაეცემათ:

“წელსაც მოხდება წიგნების გადაცემა, უკვე მიმდინარეობს სამუშაოები. წიგნები გადაეცემა ყველა ბავშვს. რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, დაიბეჭდა ახალი წიგნები და დარიგდება მეორადი წიგნებიც, რომლებიც კარგ მდგომარეობაშია”, -აცხადებენ სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ ნოუთბუქები პირველკლასელებს უკვე დაურიგდათ.

იტვირთბა....