ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“სავალდებულო ტექდათვალიერების წესი სასწრაფოდ უნდა ამოქმედდეს”

დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისში  ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება სასწრაფო წესით უნდა ამოქმედდეს. ვიდეომიმართვაში კალაძე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე საუბრობს.

“უნდა ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება, განახლდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განვითარდეს საბაგირო ხაზები, მოხდეს ელექტრომობილების პოპულარიზაცია” – აცხადებს “ოცნების” კანდიიდატი.

“საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ არა მხოლოდ კომფორტული და მოწესრიგებული, არამედ, პოპულარული. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მოგვიწევს დიდი რაოდენობით ავტობუსების შესყიდვა, ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ მათი წარმოება დააწყობა მოხდეს საქართველოში. აუცილებლად მოხდება მეტროს მოდერნიზაცია. ხელს შევუწყობთ საბაგირო ხაზების განვითარებასა და ელექტრომობილების პოპულარიზაციას. უნდა ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება, ეს გააუმჯობესებს ქალაქის ეკოლოგიას”-აცხადებს მერობის კანდიდატი.

იტვირთბა....