წყალზე მაშველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში, ურეკსა და ბათუმში 27 ადამიანი გადაარჩინეს. ამასთან, ერთ დღე-ღამეში, მათ ექვსი დაკარგული ბავშვი მშობლებს დაუბრუნეს.
სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი თეა პერტაია ინფორმაციას აქვეყნებს.
“შსს-ს წყალზე მაშველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ურეკსა და ბათუმში 27 ადამიანი გადაარჩინეს, ამასთან, 6 დაკარგული ბავშვი მშობლებს უვნებლად დაუბრუნეს…” , – წერს თეა პერტაია.