ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ასეთი კავშირები ღია სატელეფონი ხაზით არ დგება და სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ”

“ქართული ოცნების” დეპუტატი გავრცელებულ ინფორმაციას “საქართველოსა და უკრაინის შს მინისტრების” საუბარზე ამბობს, რომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაც კი არასერიოზულია. მისი თქმით, ასეთი მაღლი რანგის თანამდებობის პირების საუბარი ღია სატელეფონო ხაზით არ ხდება.

“ამასთან დაკავშირებით, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც მითითებული იყო, რომ ასეთი კავშირები ღია სატელეფონი ხაზით არ დგება და არ მიიჩნევენ სერიოზულად. მეც ვეთანხმები და გამიჭირდება სერიოზული განცხადების გაკეთება. როდესაც რაიმე ჩანაწერის ავთენტურობაზე ვერ ვსაუბრობთ, ასეთი ჩანაწერის შინაარსს მნიშვნელობა აღარ აქვს “- განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს, მდინარაძის განცხადებით, ეს საკითხი ძალაშია და ყველა სამართლებრივი მექანიზმი უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც არის კანონით გათვალისწინებული.

“როდესაც ადამიანები ჩაიდენენ დანაშაულს და ეს მათ სასამართლოს განაჩენით დაუდასტურდება, მათ პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე და თუ ეს განაჩენი იქნება პატიმრობა, ისინი უნდა მოთავსდნენ შესაბამის დაწესებულებაში”, – განაცხადა მდინარაძემ.

აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე საუბრობს, უკრაინულ ვებ გვერდზე გავრცელდა.

ვებ გვერდის „სტრანა უა“-ს მტკიცებით, ცნობილმა რუსმა სატელეფონო ხულიგანმა, “ვოვანმა” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დაურეკა, თავი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენი ავაკოვად წარუდგინდა.

აუდიო ჩანაწერში ისმის, რომ სავარაუდოდ გიორგი მღებრიშვილმა თავის კოლეგას უთხრა, რომ თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინის ტერიტორიაზე დააკავებენ, საქართველოს არ სურს, რომ ის გადმოსცენ.

უკრაინული გამოცემის მიერ გავრცელებულ ჩანაწერის შინაარს შსს-ში კატეგორიულად უარყოფენ.

იტვირთბა....