ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მესტიაში, ბანგურიანის ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, მესტიაში, ბანგურიანის ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც პირველ არხს სატყეო სააგენტოდან აცნობეს, რთული რელიეფის გამო, ხანძრის ლოკალიზება სასაზღრო პოლიციის ვეტმფრენით გახდა შესაძლებელი.

ხანძარი ბანგურიანის მთაზე 2 ჰექტრამდე ფართობს გუშინ გაუჩნდა. ხანძრის სრულ ლიკვიდაციამდე ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონალური სამსხურის თანამშრომლები.

იტვირთბა....