პლატოზე მომხდარი შემთხვევის შედეგად, საავადმყოფოში ერთი ქალი გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. დაშავებულები არიან ბავშვებიც. ყველა დაშავებული ამ დროისთვის ბორჯომის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შეგახსენებთ, ბორჯომში, პლატოს ტყიდან გოგირდის აბანოებამდე მიმავალ გზაზე ტურისტები კვადროციკლით დაშავდნენ. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ეს ტურისტები არაბები არიან.
წყარო:ტელეკომპანია “ბორჯომი”