ფოთში, ზღვაზე მაშველებმა ოჯახის 5 წევრი გადაარჩინეს. ინფორმაციას სამაშველო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ავრცელებს.
“ამ წუთებში ფოთში მაშველებმა დედ-მამა და სამი მცირეწლოვანი ბავშვი გამოსტაცეს ზღვის ტალღებს”, – აცხადებს სამსაშველო სამსახურის უფროსი.
თვითმხილველების განცხადებით, ოჯახი ზღვაში ბანაობდა, რა დროსაც მოულოდნელად დიდი ტალღები მოვარდა და მათ წყლიდან გამოსვლა ვერ მოასწრეს. მაშველების სწრაფმა რეაგირებამ ხუთივე მათგანის სიცოცხლე იხსნა. ოჯახი თავს კარგად გრძნობს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.