ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მესტიაში, ბანგურიანის ფერდობზე ხანძარის ჩაქრობაში ვერტმფრენიც ჩაერთო

მესტიაში, ბანგურიანის ფერდობზე ხანძარის ჩაქრობაში ვერტმფრენიც ჩაერთვება. ამის შესეხ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.  შემთხვევის ადგილზე უკვე გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი.  ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. ცეცხლი დაახლოებით ერთი საათის წინ 400-500 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული. ადგილობრივის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი უფრო გაძლიერდა.
“ხანძარი ბანგურიანის ფერდობის წინა მხარეს გაჩნდა. ნეზიქურასთან ალპური ზონა მთავრდება, იწყება ტყე და სწორედ ამ ტერიტორიას მოეკიდა ცეცხლი”,  -აცხადებს მესტიის გამგებელი კახა ჟორჟოლიანი.

იტვირთბა....