მეხანძრეები საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდირებას ცდილობენ. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ამ დროისთვის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადის 4 ჯგუფი მუშაობს და მიმდინარეობს ცეცხლის ლიკვიდაციისთვის საბოლოო სამუშაოები.
როგორც სააგენტოში ამბობენ, ცეცხლის ახლოს მდებარე ტყის მასივზე და ხის კოტეჯებზე გავრცელება არ მომხდარა.