თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დღეს ავღანეთში ჩავა. ის “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში მონაწილე ქართველ სამხედროებს თანამებრძოლის, მდინარი ბებიაშვილის, დაღუპვას მიუსამძიმრებს. ლევან იზორია ავღანეთიდან გერმანიაში გაემგზავრება, სადაც დაჭრილ ქართველ სამხედროებს მოინახულებს.
მდინარი ბებიაშვილი 10 აგვისტოს დაკრძალეს. ის ის 3 აგვისტოს, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებისას, თავდასხმის შედეგად დაიღუპა.