დონალდ ტრამპმა საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა, მისი თქმით, ვაშინგტონი გუამის კუნძულის წინააღმდეგ მიმართულ ფხენიანის ქმედებებს პასუხს გასცემს. “მან დიდი უპატივცემულობა გამოიჩინა” – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
„მას ეს თამაში გაუვა. ვნახოთ რას უზამს გუამის კუნძულს. თუ რამეს მოიმოქმედებს, მაშინ ჩრდილოეთ კორეაში ის მოხდება, რაც აქამდე არავის უნახავს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, აშშ ძალიან დიდ დროს ხარჯავს ჩრდილოეთ კორეაზე დაკვირვებით და მოვლენათა განვითარების სხვადასხვა ვარიანტებისთვის აშშ მზადაა.