ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პროკურორის მოადგილე: “სააკაშვილის უკრაინაში შემოვა, თუ ექნება შესაბამისი ვიზა”

“ფეისბუქის” პირად გვერდზე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ ევგენი ენინმა ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეხება. პოსტის მიხედვით, უკრაინის საზღვრის გადაკვეთას მხოლოდ შესაბამისი ვიზის არსებობის შემთხვევაში შეძლებს.

“სააკაშვილის უკრაინაში შემოშვება (ის ახლა მოქალაქეობის გარეშე პირია, თუ არ დადასტურდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მას მესამე ქვეყნების პასპორტი აქვს) შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაფორმებული იქნება შესაბამისი ვიზა“, – აღნიშნა ენინმა.
მისი თქმით, თუ სააკაშვილი საზღვრის არალეგალურ გადმოკვეთას შეეცდება, ის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემის ასპროცენტიან საფუძველს იძლევა.

შეგახსენებთ, საქართველოს ექს-პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

იტვირთბა....