ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორი ამინდებია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

სინოპტიკოსების განცხადებით, სეზონის ყველაზე ცხელი დღე გადალახულია – დღეიდან თბილისში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიწევს.  თუმცა, სიცხე  დასავლეთ საქართველოში შენარჩუნდება, მაგრამ  სინოპტიკოსები დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმებს ვარაუდობენ.

“ამ კვირის ჩათვლით საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 34-36 გარდუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ რაიონებში 32-34 გრადუსი. დღეს 37 გრადუსამდეა მოსალოდნელი”,- აცხადებს სინოპტიკოსი დოდო გვაზავა.

გუშინ თბილისში, მარნეულსა და მუხრანში თითქმის 40 გრადუსამდე სიცხე დაფიქსირდა – ეს ყველაზე ცხელი დღე იყო მთელი ზაფხულის განმავლობაში.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ასეთი მაღალი ტემპერატურა ქვეყანაში წელს აღარ იქნება და აგვისტოს შუა რიცხვებში ტემპერატურის დაწევას ელოდებიან.

იტვირთბა....