ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

GWP: ხვალიდან, ვაკე-საბურთალოს წყალი 12 აგვისტოს 9 საათამდე არ მიეწოდება

თბილისში ასათიანის ქუჩაზე კომპანია “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერმა” წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია დაასრულა.

ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთების სამუშაოებთან დაკავშირებით, ვაკე-საბურთალოს რაიონს წყლის მიწოდება დროებით შეუწყდება.

კერძოდ, ხვალ, 11 აგვისტოს, დილის, 12:00 საათიდან, 12 აგვისტოს, დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკე-საბურთალოს რაიონში: ნუცუბიძის და ვაჟა-ფშაველას კვარტლებს; ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, თამარაშვილს და მიმდებარე ქუჩებს; ბაგებს და წყნეთს; სოფ. დიღმის ნაწილს; კიკეთს და კოჯორს.

იტვირთბა....