ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად, მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა

დღეს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა.  ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში  აცხადებენ,  მამაკაცს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მძიმე დაზიანებების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

შეგახსენებთ, დილით მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს მინივენი და მოტოციკლი შეეჯახნენ.  შემთხვევის შედეგად, დაზიანებები მოტოციკლისტმა მიიღო, რომელიც საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

იტვირთბა....