კიევში, სადგურის მოედანზე უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. დაჭრილია სამი ადამინი, – ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge უკრაინის დედაქალაქის პოლიციის სპიკერის, ოქსანა ბლიშიკის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
როგორც ოქსანა facebook-ზე წერს, სროლის შედეგად სამ დაჭრილ ადამიანს ჭრილობები კიდურების არეში აღენიშნებათ. ისინი საავამდყოფოში არიან გადაყვანილები.
სადგურის მოედანზე საპატრულო პოლიცია და საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი მუშაობს. თავდამსმხმელები მიიმალნენ, ამჟამად მათი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.