ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა თეთრ სახლსა და პენტაგონს გადაუფრინა

როგორც CNN იტყობინება, რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავმა Ту-154М-მა ვაშინგტონში პენტაგონის, თეთრი სახლისა და აშშ-ის კონგრესის შენობებს გადაუფრინა.

CNN-ის ინფორმაციით, სადამკვირვებლო ფრენა ღია ცის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა. ხელშეკრულების თანახმად, მისი მონაწილე ქვეყნების სამხედრო ავიაციას შეთანხმების ხელმომწერი ქვეყნების საჰაერო სივრცეში ფრენა შეუძლიათ. რუსულმა თვითმფრინავმა კი ფრენა დაბალ სიმაღლეზე, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შეიარაღების გარეშე განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ ღია ცის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას 34-მა ქვეყანამ მოაწერა. რუსეთმა ხელშეკრულების რატიფიცირება კი 2001 წელს მოახდინა.

იტვირთბა....