გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში,მდინარე მტვარზე, უკანონო თევზჭერის მორიგი ფაქტი გამოავლინეს.
თბილისში, ზაჰესის დასახლების მიმდებარედ, მოქალაქე აკრძალული იარაღით – ე.წ. ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ნავიდან უკანონოდ თევზაობდა. მას მოპოვებული ჰქონდა 23კგ. სხვადასხვა სახეობის თევზი.
ამოღებული და დალუქულია რეზინის გასაბერი ნავი, სამართალდარღვევის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული თევზი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნა.