ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სოფელ რუხში ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად სამი პირი დაშავდა, რომლებიც ზუგდიდის საავადმყოფოში მოათავსეს. სამი დაშავებული პირიდან ერთ-ერთი საავადმყოფოში, ოპერაციის დროს გარდაიცვალა.
შსს-ში განმარტავენ, რომ საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილითაა აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაუფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.