ჟურნალისტი ია ანთაძე ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ პირველი არხი ახალი შენობის არქიტექტურულ კონკურსს აცხადებს.
იგეგმება ახალი შენობის დაპროექტება, სადაც განთავსდება მთელი ტელევიზია – მათ შორის ნიუსრუმი, მედიაწარმოების ბლოკი, ადმინისტრაცია; მოეწყობა ხუთი სატელევიზიო პავილიონი, აშენდება სამსართულიანი პარკინგი, კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია.
წინადადებების მიღება 2017 წლის 25 სექტემბერს, 12.00 საათზე დასრულდება.