ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზემო ლარსზე, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მრავალკილომეტრიანი საცობია

რუსული მედიის ინფორმაციით, ზემო ლარსზე, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მრავალკილომეტრიანი საცობია. რუსეთის მოქალაქეები საქართველოში მოსახვედრად ლოდინი რამდენიმე საათის განმავლობაში უწევთ. მაღალი ტემპერატურის გამო ადგილზე მორიგეობენ ექიმები და პოლიციის თანამშრომლები.

გამშვები პუნქტი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, თუმცა ავტომობილების გაზრდილი ნაკადის დროულად გატარება ვერ ხდება.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, შეძლებისდაგვარად ალტერნატიული მარშრუტებით ისარგებლონ: გაემგზავრონ საქართველოში თვითმფრინავით, აზერბაიჯანის გავლით სახმელეთო ან ბათუმთან დამაკავშირებელი საზღვაო გზით.

ამასთან, განსხვავებული ვითარებაა საზღვარზე ქართული მხრიდან. შემოსავლების სამსახურის ცნობით, მანქანების გატარება ოპერატიულად ხდება. შესაბამისად, ლოდინის დრო მინიმალურია.

სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის ივლისში „ყაზბეგის“ გამშვები პუნქტით 185 065 მოქალაქემ ისარგებლა. შესაბამისად გაზრდილი ნაკადის გამო, საზღვარზე ავტომობილების დროულად გატარება ფერხდება.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

იტვირთბა....