ბათუმში გარდაცვლილი 2 ახალგაზრდის ცხედრები პროზექტურიდან ოჯახებში გადაასვენეს. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკით ინტოქსიკაციაა. ვერსიას ოჯახის წევრები არ ეთანხმებიან. მათი ვარაუდით, ახალგაზრდები მოკლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით, ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
გიორგი ხაჭაპურიძეს და ზვიად სალთხუციშვილს 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ. მათი ცხედრები ნაქირავებ ბინაში იპოვეს. გიორგი ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში შანტაჟის შესახებ წერდა.