ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოფელ სარგვეშში 67 წლის კაცს ეძებენ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშში 67 წლის კაცს ეძებენ. რამაზ კურტანიძე სახლიდან 4 აგვისტოს დილით გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ოჯახის წევრების განცხადებით, კაცს ჯანმრთელობის და მახსოვრობის პრობლემები აქვს.

ისინი ვარაუდობენ, რომ მამაკაცი სახლს ვეღარ აგნებს და ოჯახი დახმარებას ითხოვს.  სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხარაგაულის განყოფილება და სოფლის მოსახლეობაა ჩართული.

იტვირთბა....