ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

15 წლის ბიჭს მეხი დაეცა და გული გაუჩერდა

საფრანგეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ფრანგი მოზარდი „ძალიან სახიფათო“ მდგომარეობაში იმყოფება მას შემდეგ, რაც მას ახალგაზრდულ ბანაკში ყოფნისას მეხი დაეცა.

BBC-ის ცნობით, 15 წლის ბიჭს გული გაუჩერდა და დამწვრობებიც მიიღო. ამჟამად ის ცენტრალურ-დასავლეთ საფრანგეთში მდებარე ტურსის საავადმყოფოში იმყოფება.

ორშაბათს მომხდარი ინციდენტის შედეგად დაზიანებები მიიღო სხვა 5-მა ბავშვმა და ორი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რამდენიმე მოზარდი ტინიტუსით (ყურებში ხმაურით) იტანჯება.

დაზარალებულები 16 ბავშვისაგან შემდგარი ჯგუფის ის წევრები არიან, რომლებიც იმავე დღის დილას ჩავიდნენ ერთკვირიან ბანაკში.

მიუხედავად იმისა, რომ 13 საფრანგეთის დეპარტამენტი „ნარინჯისფერი განგაშის“ ქვეშაა შტორმების გამო, ვიენის დეპარტამენტი, სადაც ცენტრი მდებარეობს, გამონაკლისი აღმოჩნდა. ინციდენტის დროს კონსტრუქტორი და ბავშვებიც ეზოში იყვნენ.

ოფიციალური პირების თქმით, ინციდენტისას დაშავებულებს ფსიქოლოგიური დახმარება შესთავაზეს.

guardian.ge

იტვირთბა....