ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლი იუნ ჰომ, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არავითარ შემთხვევაში არ აპირებს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოებას. მინისტრის თქმით, მსოფლიოს საფრთხეს ჩრდილოეთ კორეის რაკეტები კი არა, აშშ უქმნის. ამ ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.
ლი იუნ ჰოს თქმით, აშშ-ის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეა მზადაა, ბირთვული იარაღის გამოყენებით, აშშ-ის მკაცრი გაკვეთილი ჩაუტაროს. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებს შეუძლიათ არ იღელვონ მანამ, სანამ ამერიკას არ დაუჭერენ მხარს და არ შეუერთდებიან.
ფხენიანში აგრეთვე აღნიშნავენ, რომ აშშ-ის უგუნური საქციელი მხოლოდ ამ ქვეყნის გაქრობას დააჩქარებს.