ახალი ამბები მთავარი სამართალი

“კარი შეანგრიეს, გვამები გახრწნილი დახვდათ”: დეტალები ბათუმში, ორი გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცის საქმეზე

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე ორი ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ,  მათი ასაკი დაახლოებით, 17-18 წელია. მათი ინფორმაციით, 4 აგვისტოს, ახალგაზრდები ბათუმში ჩავიდნენ, ხოლო 5 აგვისტოდან მათთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა. დღეს კი საცხოვრებელი სახლის კარი შეანგრიეს, სადაც საშინელი სურათი დახვდათ -თვითმხილველთა განცხადებით გვამები გახრწნილი იყო.

“მეტრონომისთვის” ცნობილი გახდა ახალგაზრდების ვინაობაც, თუმცა ჩვენ მათ შეგნებულად არ ვწერთ.

როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ,  ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ორი ადამიანის ცხედარი დახვდა. ექიმების ცნობით,  სავარაუდოდ, ახალგაზრდები რამდენიმე დღის წინ არიან გარდაცვლილი.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....