ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ორი ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე ორი ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებულია ინფორმაცია, რომ მათი ასაკი 17-18 წელია.

როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ,  ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ორი ადამიანის ცხედარი დახვდა.  სავარაუდოდ, ახალგაზრდები რამდენიმე დღის წინ არიან გარდაცვლილი.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება მომხდარ ფაქტზე სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....