ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აგვისტოს ომი შესაძლოა არც დაწყებულიყო, 92-93 წლების აფხაზეთის ომის გარემოებები რომ გამოგვეძია”

ანალიტიოკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში 8 აგვისტოს ომის შესახებ საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს

“დღეს 8 აგვისტოა და ბევრი იწერება და დაიწერება ალბათ ამ ტრაგიკულ დღეზე. მე ასეთ რამეს დავწერდი, რომ აგვისტოს ომი შესაძლოა არც დაწყებულიყო, ჩვენ რომ 1992-93 წლების აფხაზეთის ომის გარემოებები გამოგვეძია სრულფასოვნად და დამნაშავეები დაგვესაჯა. ის ვინც ამის გაკეთებას აპირებდა, ან გაურკვევლ ვითარებაში გარდაიცვალა ან სხვანაირად ჩააჩუმეს. ის ომი რომ სრულფასოვნად გამოძიებულიყო და შეფასებულიყო, ჩვენი სახელმწიფო მომავალში ნაკლებ შეცდომებს დაუშვებდა.
ჩვენ ასევე არ გამოვიძიეთ სრულფასოვნად 2008 წლის აგვისტოს ომი (დღეს ჩვენს მაგივრად ამას ჰააგის სასამართლო აკეთებს!), არ დავსაჯეთ ის ვინც დასასჯელი იყო, ჩავფარცხეთ ყველაფერი და შესაბამისად დავტოვეთ სივრცე ახალი შეცდომებისათვის.
სამარადისო ხსოვნა და დიდება აგვისტოს ომის გმირებს და მსხვერპლთ”!

2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა, სტრატეგიული ობიექტები დაბომბა და საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია განახორციელა.

იტვირთბა....