ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შენს სახლამდე 400 მეტრია: ქართველებმა ვენაში ანტისაოკუპაციო აქცია გამართეს

 

ქართველებმა 2008 წლის აგვისტოს ომის 9 წლისთავთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართეს.

“რამოდენიმე კვირის წინ რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარი კიდევ ერთხელ, 400 მეტრით გადმოწიეს.

ერთადერთი, რაც ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, შეგვიძლია, ჩვენი პროტესტის მშვიდობიანი გზით დაფიქსირებაა მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ყურადღება მივაქცევინოთ რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკაზე.

ნუ დარჩებით სახლში, გამოყავით თქვენი დროის 2 საათი, გამოდით გარეთ და ამ ფორმით დაუდექით თქვენს ქვეყანას გვერდში.

ამაზე დიდი პრობლემა საქართველოს დღეს არ აქვს და თუ თითოეული ჩვენგანი უმოქმედოდ იქნება, შეიძლება საქართველოს ისედაც მცირე ტერიტორია კიდევ უფრო შემცირდეს, ან სულაც, სამშობლოს გარეშე დავრჩეთ!”- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქცია  გუშინ, 7 აგვისტოს, 19:00 საათზე, ვენაში, ოპერის გვერდით გაიმართა.

შეგახსნებთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 9 წელი შესრულდა. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე. რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია, თუმცა კანონის გათვალისწინებით, ვინაიდან ორი წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს ვერც ცხედარი, არც რაიმე მინიშნება მათი სიცოცხლის შესახებ, მათ გარდაცვლილის სტატუსი მიენიჭათ.

იტვირთბა....