ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

2017 წლის 6 თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი 2 922 მოქალაქეს ეთქვა

2017 წლის 6 თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი 2 922 მოქალაქეს ეთქვა. სტატისტიკა შსს-მ გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, საზღვარზე 6 თვეში სულ 7631 სამართალდარღვევა დაფიქსირდა.

საქართველოში შემოსვლაზე უარი ყველაზე მეტჯერ ინდოეთის მოქალაქეებს ეთქვა და ამ მაჩვენებელმა 571 შედგინა, შემდეგ მოდის თურქეთი – 492; აზერბაიჯანი – 418; რუსეთი – 230, სირია – 175 და უზბეკეთი – 171.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი სამართალდარღვევა საქართველოში შემოსვლაზე უარს ეხება. შემდეგ მოდის დეპორტაცია, სავიზო რეჟიმის და სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა.

იტვირთბა....