საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო.
გიორგი მარგველაშვილმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დღეს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.