უბედური შემთხვევა მოხდა თერჯოლაში. სოფელ ჩხარში ავტოკატასტროფას ორი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილები, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები არიან. წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. დაშავებულია ერთი ადამიანი.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.