თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში აგვისტოს ომთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:
“8 აგვისტო მოახლოვდება თუ არა, განსაკუთრებული კრიზისი ეწყებათ მიზანთროპებს. ისტერიული ფონი მძლავრობს. ერთნი – ომი რომ არ დაეწყო მიშას, მეორენი – სახელმწიფო დაანგრიეთ და რუსებს ჩაგვაბარეთ
და ეს სახელმწიფო თითქოს ორივეს რომ ეძვირფასება, მუდამ გვერდზე რჩებათ.
ორიოდე წუთის წინ ერთ-ერთი ასეთი ადამიანი მეკამათებოდა, სანდრო გირგვლიანი უბედური შემთხვევის მსხვერპლი იყო და თქვენ სახელმწიფოს მშენებლობა გადააყოლეთო… რა გინდა რომ ქნა ასეთ დროს”?! – წერს სოციაალურ ქსელში ხიდაშელი.
შეგახსენებთ, 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებული ძალები შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე და დაბომბეს ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები.