ახალი ამბები მთავარი სამართალი

30 აბი „სუბოქსინი“: თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ვ.ხ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 30 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,2330 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით დადგინდა, რომ ვ.ხ. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით).

იტვირთბა....